ისაუბრე ინგლისურად, თითქოს ნამდვილ მასწავლებელს ესაუბრები

ესაუბრე AI მასწავლებელს: ის გისმენს და შეცდომებს მაშინვე გისწორებს. თამაშის ხალისი კი მეცადინეობაში ისე ჩაგითრევს, რომ მესამე დღეს სწავლას აღარ მიატოვებ.

ბარათი არ გჭირდება. პირველ გაკვეთილს სულ ორ წუთში დაიწყებ.

Tutoro რეპეტიტორს შეგიცვლის და აჯობებს კიდეც

Tutoro-სთან ინგლისურად საუბარში, მოსმენასა და კითხვაში ვარჯიშობ, ისევე, როგორც მასწავლებელთან გაკვეთილზე.

  • $400 თვეში

    უფასოდ

  • კვირაში ორი გაკვეთილი

    24/7

  • მასწავლებლის გეგმა

    შენზეა მორგებული

  • ისაუბრე, როგორც ნამდვილ გაკვეთილზე

    შენ საუბრობ, მასწავლებელი კი გპასუხობს, გიხსნის და საუბრისას სავარჯიშოებს გაძლევს.

  • ივარჯიშე ნებისმიერ სიტუაციაში

    ივარჯიშე გასაუბრებისთვის, გაესაუბრე ექიმს, ჩაერთე თავგადასავალში ან მოიფიქრე საკუთარი სცენარი.

  • აირჩიე, ვის ესაუბრები

    ყველა მასწავლებელს თავისი აქცენტი და ხასიათი აქვს. აირჩიე, ვისთან საუბარიც გესიამოვნება.

  • ზუსტად იცი, რაზე იმუშაო

    ყოველი გაკვეთილის შემდეგ ნახე შენი ქულები და გაიგე, რომელ შეცდომებს იმეორებ.

  • სიტყვები, რომლებიც აღარ დაგავიწყდება

    სიტყვებს, რომლებიც მალე დაგავიწყდებოდა, პატარა თამაშებში გაიმეორებ, სანამ კარგად არ დაიმახსოვრებ.

  • სწავლის გზა უსასრულო სქროლვის ნაცვლად

    ყოველი გაკვეთილით რუკაზე წინ მიიწევ, ერთი სამყაროს დასრულების შემდეგ კი მომდევნო გეხსნება.

  • ადი ახალ დონეზე. პირდაპირი მნიშვნელობით

    შექმენი შენი პერსონაჟი და ყოველი გაკვეთილით აუმაღლე დონე, რომ სულ უფრო მაღალ ლიგებში გადახვიდე.

გაკვეთილი

მასწავლებელი, რომელსაც შენთვის ყოველთვის სცალია

შენს დონეზე მორგებული 10-წუთიანი გაკვეთილები გაიარე მაშინ, როცა გინდა. ბევრ კურსში საუბრის პრაქტიკა გაკლია, აქ კი ყოველი გაკვეთილის მთავარი ნაწილი საუბარია.

  • აირჩიე შენი მასწავლებელი

    აირჩიე მასწავლებელი, რომლის აქცენტიც და ხასიათიც მოგწონს. თუ სხვასთან მოგინდება სწავლა, ერთი შეხებით შეცვლი.

  • დაიწყე საუბარი

    საუბრისას მასწავლებელი მოკლე სავარჯიშოებსაც გაძლევს. არც დაზეპირება გჭირდება და არც დაფაზე დაწერილი წესების სწავლა.

  • ნახე შენი შედეგი

    ყოველი პასუხის შემდეგ მასწავლებელი შეცდომებს გისწორებს. ბოლოს კი გაკვეთილის შეჯამებაში ნახავ, რაში გჭირდება მეტი ვარჯიში.

  • გადადი რუკის შემდეგ ეტაპზე

    დააგროვე XP და გახსენი რუკაზე შემდეგი ადგილი. სიტყვებს, რომლებიც ჯერ გიჭირს, მოგვიანებით თამაშში გაიმეორებ.

  • საუბარი

  • მოსმენა

  • სიტყვები კონტექსტში

  • გრამატიკა დაზეპირების გარეშე

ნახე გაკვეთილი

ისაუბრე ინგლისურად სხვადასხვა სიტუაციაში 20+ მასწავლებელთან

ისაუბრე, წერე და ივარჯიშე. AI-მასწავლებელი შეცდომებს მაშინვე შეგისწორებს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერ სიტუაციაში თავდაჯერებულად ისაუბრო.

  • სოფია

  • მარგარეტი

  • კაი

კიდევ

  • ხმის ჩაწერა

    მაგიდა ორისთვის გვინდა, თუ შეიძლება.

  • დაწერე პასუხი

    შეიძლება ფანჯარასთან დავსხდეთ?

  • ააწყვე წინადადება

    შვიდი საათი გვაწყობს

შექმენი შენი პერსონაჟი და მოარგე შენს სტილს

სწავლა თამაშს ემსგავსება, როცა მთავარი გმირი შენ ხარ. შექმენი შენი პერსონაჟი, ისწავლე და გზადაგზა ახალი ტანსაცმელი და აქსესუარები გახსენი.

  • სათვალე

  • თავსაბურავი

  • ზედატანი

  • ქვედატანი

  • ფეხსაცმელი

  • სახე

  • წარბები

  • ცხვირი

  • ტუჩები

გაკვეთილები რუკაზე, სიის ნაცვლად

გაკვეთილების სიის თვალიერების ნაცვლად სამოგზაუროდ მიდიხარ. ყოველ გაკვეთილზე ყოველდღიურ სიტუაციაში ვარჯიშობ, ყოველი ახალი მხარე კი, რომელსაც ხსნი, შენს წინსვლას გაჩვენებს.

ყოველი კუნძული ერთი გაკვეთილია. ერთს გაივლი, შემდეგი გაიხსნება და ყოველთვის გეცოდინება, რას ისწავლი შემდეგ.

Word Battle

  • მდელო

    • პირველი სიტყვები

    • რიცხვები და დრო

    • ყავის შეკვეთა

    • ახალი ნაცნობობა

  • უდაბნო

    • როგორ ვიკითხოთ გზა

    • სასტუმროში დაბინავება

    • ვახშამი ორისთვის

    • რაღაც აირია

  • მთა

    • შენს საქმეზე საუბარი

    • როგორ შევეწინააღმდეგოთ თავაზიანად

    • პასუხები გასაუბრებაზე

    • მსუბუქი საუბარი უხერხულობის გარეშე

  • თოვლი

    • თანამოსაუბრის გადარწმუნება

    • ხმამაღლა ფიქრი

    • იდიომები ყოველდღიურ საუბარში

    • თავდაჯერებული საუბარი

Word Battle

მოუგე რეალურ მოთამაშეებს Word Battles-ში

გაიხსენე წინა გაკვეთილების სიტყვები და 60 წამში მეტ კითხვას უპასუხე სწორად, ვიდრე მეტოქემ. მოიგებ თუ წააგებ, სიტყვებს უკეთ დაიმახსოვრებ.

შენ

მარტა

  • ორმაგი XP

  • ფარი

  • დამატებითი დრო

აირჩიე სწორი სიტყვა

  • ნაზი

  • უხვი

დააგროვე ჯილდოები და არ დაკარგო მოტივაცია

ყოველი ჯილდო გიჩენს სურვილს, ხვალაც დაბრუნდე.

  • Streak

    დღეს თუ გამოტოვებ, ალი ჩაქრება. სულ ესაა, მაგრამ ყოველდღე დაბრუნების სურვილს გიჩენს.

  • XP

    ყოველი გაკვეთილი, ბრძოლა და სთორი XP-ს გაძლევს. რამდენს დააგროვებ, იმაზეა დამოკიდებული შენი ადგილი ყოველკვირეულ ლიგაში.

  • Almases

    ისწავლე, დააგროვე Almases და დახარჯე მასწავლებლებზე, ნივთებსა და ბონუსებზე.

როცა შენ გინდა

ისწავლე სიტყვები თამაშით და იკითხე ინტერაქტიული სთორები

Word Rider-ში იმ სიტყვებით თამაშობ, რომლებიც ხშირად გეშლება. სთორებში კი ტექსტს უსმენ, სიტყვის მნიშვნელობას შეხებით იგებ და კითხვებს პასუხობ.

დაწინაურდი ლიგებში და გაიუმჯობესე ინგლისური

A1 → B2

ყოველ ორშაბათს 30 შემსწავლელისგან შემდგარ ჯგუფში ხვდები, სადაც შენს ადგილს დაგროვილი XP განსაზღვრავს. კვირას ლიდერებს შორის დაასრულებ - უფრო მაღალ ლიგაში გადახვალ, ბოლო ადგილებზე აღმოჩნდები - ერთი ლიგით ჩამოხვალ.

აქედან იწყებ

Bronze ლიგიდან ვერ გავარდები. სულ ათი ლიგაა და ყოველ მომდევნო ლიგაში გადასვლისთვის Almases-ს იღებ.

  • Bronze

  • Silver

  • Gold

  • Sapphire

  • Ruby

რას ამბობენ მოსწავლეები

მოკლე შეფასებები მათგან, ვინც უკვე კვირაზე მეტია ჩვენთან სწავლობს.

  • როგორც იქნა, ვიპოვე აპი, რომელიც ინგლისურად მალაპარაკებს.

    L.K.

  • AI მასწავლებელთან საუბარი საოცრად ბუნებრივია. მომწონს, რომ შემიძლია ხმით ვუპასუხო და ახსნა-განმარტებებიც საუბრის დროსვე მივიღო.

    M.R.

  • ენის სასწავლად რამდენიმე აპი ვცადე, მაგრამ უმეტესობაში ერთ კვირაში უკვე ყველაფერი მბეზრდებოდა. Tutoro-ში ბევრად უფრო საინტერესოა: სავარჯიშოებს პირდაპირ საუბრის დროს ვასრულებ.

    A.S.

  • ყველაზე მეტად საუბრის პრაქტიკა მომწონს.

    N.P.

  • უფრო თამაშს ჰგავს, ვიდრე მეცადინეობას. ამიტომ ყოველდღე ხალისით ვუბრუნდები.

    D.M.

  • მომწონს, რომ შემიძლია ვილაპარაკო ან დავწერო, იმის მიხედვით, სად ვარ.

    S.T.

  • გაკვეთილები მოკლეა, გასაგები და ზედმეტი არაფერია. ჩვეულებრივ, შესვენებაზე ერთს გავდივარ და დიდი დროის გამოყოფაც არ მჭირდება.

    J.B.

  • მასწავლებელი მარტივად მიხსნის, რა შემეშალა. არასწორად რომ ვპასუხობ, აღარ ვიბნევი და მაშინვე ვხვდები, რა უნდა შევასწორო.

    E.K.

  • ალბათ ყველაზე მეტად Word Battles მომწონს. როცა ვინმეს ვეჯიბრები, სიტყვების სწავლა გაცილებით სახალისოა.

    R.V.

  • კუნძულის რუკაზე ჩემს წინსვლას რომ ვხედავ, ძალიან მიხარია.

    C.N.

  • ადრე ინგლისური კარგად მესმოდა, მაგრამ ლაპარაკი მიჭირდა. მას შემდეგ, რაც Tutoro-ში რეგულარულად ვმეცადინეობ, ხმამაღლა პასუხის გაცემა ბევრად გამიადვილდა.

    I.G.

  • სთორები მარტივი, სასარგებლო და ლამაზად გაფორმებულია. განსაკუთრებით მომწონს, რომ უცნობ სიტყვას ვაჭერ და მაშინვე ვიგებ, რას ნიშნავს.

    F.L.

  • ინგლისურის სასწავლო აპებიდან, რაც მიცდია, ალბათ ეს ყველაზე სახალისოა.

    T.A.

  • მომწონს, რომ საუბარი წინასწარ გაწერილ სცენარს არ მიჰყვება. მოულოდნელი კითხვაც რომ დავუსვა, მასწავლებელი საუბარს ბუნებრივად აგრძელებს.

    V.H.

  • გამოთქმაში ვარჯიშისას შევამჩნიე შეცდომები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვუშვებდი.

    P.D.

  • ბოლოს და ბოლოს, ინგლისურს ყოველდღე ვსწავლობ. უკვე ჩვევად მექცა.

    G.S.

  • Streak, ლიგები და ჯილდოები მართლა მაძლევს მოტივაციას. აპი საუბარში სავარჯიშოდ გადმოვწერე, მაგრამ თამაშის ხალისით მეცადინეობას აღარ ვაცდენ.

    B.R.

  • „თავისუფალი საუბარი“ ძალიან მომწონს: როცა გაკვეთილის გავლა არ მინდა, უბრალოდ ინგლისურად ვლაპარაკობ და თან ვვარჯიშობ.

    K.M.

  • აპი ჩემს დონეს კარგად ერგება. აღარ მიწევს დამწყებებისთვის განკუთვნილი მასალის ისევ და ისევ გავლა.

    H.C.

  • ძალიან მომწონს, რომ მასწავლებელს კითხვა ნებისმიერ დროს შემიძლია დავუსვა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კერძო მასწავლებელთან ვმეცადინეობ და უბრალოდ აპში სავარჯიშოებს კი არ ვასრულებ.

    O.J.

  • საუბრები, თამაშები და სთორები ერთმანეთს ძალიან უხდება. იმდენი განსხვავებული რამ არის, რომ არ მაქვს განცდა, თითქოს ყოველდღე ერთსა და იმავეს ვაკეთებ.

    W.P.

  • სულ რამდენიმე კვირაში ინგლისურად უფრო თავდაჯერებულად ავლაპარაკდი. რაც მთავარია, პასუხის გაცემამდე ყოველ წინადადებას გონებაში აღარ ვთარგმნი.

    M.C.

  • ენის სასწავლო სხვა აპებზე ბევრად ინტერაქტიულია.

    Y.R.

  • აპში ისევ და ისევ AI-სთან სასაუბროდ ვბრუნდები. ისე ვვარჯიშობ საუბარში, როგორც ჩვეულებრივ მხოლოდ სხვა ადამიანთან ლაპარაკისას გამომდის.

    A.N.

  • Word Rider ისე ჩამითრია, ვეღარ ვწყდები.

    D.K.

  • ახლა შემდეგ გაკვეთილს მოუთმენლად ველოდები. ინგლისურის არცერთ კურსზე ასეთი რამ ჯერ არ დამმართნია.

    L.F.

  • ინგლისურს სულ ახლებურად ვსწავლობ. ბევრს ვვარჯიშობ, თამაშების წყალობით კი არ მბეზრდება.

    R.S.

  • საუბარში ვარჯიშისთვის ძალიან კარგია. სიამოვნებით ვცდიდი კიდევ უფრო მეტ სიტუაციასა და როლს.

    N.V.

  • მთლიანობაში ძალიან კარგი აპია, გაკვეთილებიც კარგადაა მოფიქრებული. ზოგჯერ ენერგია იმაზე მალე მეწურება, ვიდრე მინდა, სამაგიეროდ მთელი კვირის განმავლობაში ცოტ-ცოტას ვმეცადინეობ.

    E.T.

  • AI-მასწავლებელიც ძალიან მომწონს და საუბრის გაკვეთილებიც. უბრალოდ, კარგი იქნებოდა, ავატარისთვის მეტი ტანსაცმელი და გარეგნობის შეცვლის მეტი ვარიანტი დაემატებინათ.

    J.M.

დაიწყე პირველი გაკვეთილი სულ ორ წუთში

სოფია უკვე გელოდება. დაიწყე უფასოდ, ბარათი არ გჭირდება.